მე-6 დღე წინა დღის ნასწავლის გამეორებით. ბლოგზე ავტვირთეთ და ჩავაშენეთ პრეზენტაცია. გავეცანით საავტორო უფლებებს. ვიმუშავეთ ტესტზე.მოსწავლის სავარაუდო ნაშრომოს შექმნაზე.კოლეგების პრეზენტაციას გავუკეთე უკუკავშირი.
ტრენინგის მე-5 დღე დაიწყო წინა დღის მასალის გახსენებით. გავეცანით ერთმანეთის რეფლექსიებს დაგავუგზავნეთ კომენტარები.შემდეგ გავიხსენეთშეფასების მიზნები.შეფასების სტრატეგიები.პროექტის გეგმის შაბლონში ვიმუშავე პროექტის მეთოდებზე.ინსტრუმენტებზე.შევავსე შეფასების მოკლე მონახაზი.გავაკეთეთ გაკვეთილის პროექტი.
ტრენინგის მე-4 დღე საინტერესო და სახალისო იყო.წავიკითხე კოლეგების რეფლექსიები,გავუგზავნე კომენტარი. ვიმუშავეთ ჯგუფში თემატურ,შინაარსობრივ და ზოგად კითხვებზე.გავაცანით ერთმანეთს და ავტვირთე დისკზე.შაბლონში განვათავსე შემდეგი კითხვები. მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები ზოგადი კითხვა რა გადაგვარჩენს? თემატური კითხვები რა როლი აქვს მართლმადიდებლობას თქვენს ცხოვრებაში? რამ მოიყვანა საქართველო დღემდე? შინაარსობრივი კითხვები ქრისტიანობისთვის თავდადებულ რომელ გმირებს იცნობთ?.ანტიგმირებს?
ტრენინგის მე-3 დღე დატვირთული იყო დავალებებით.შევისწავლე სასწავლო პროექტის დაგეგმვა,სტანდარტის განსაზღვრა პროექტისთვის,.ვისაუბრეთ ბლუმის ტაქსონომიის შესახებ.მადლობა.
ტრენინგის მეორე დღე ინფორმატიულია. გავეცანი და შევისწავლე ბევრი საინტერესო რამე. ბუკლეტის დამზადება,სურათის ამოჭრა,ჩარჩოში ჩასმა.ფერების გამოყენება,შაბლონების ჩამოტვირთვა.
ტრენინგის პირველი დღე იყო ურთიერთგაცნობის.შევისწავლე სასწავლო პროექტების დანიშნულება,გავეცანი ელ.სახელმძღვანელოს,სასწ,პროექტის გეგმას,მოსწავლის რესურსს,აუდუო-ვიდეო შეფასებას.